01:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 11:14:46, 1528 ნახვა

სამართალი
გახარია: სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას შეეხება

სასტუმრო „რედისონში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილი დანაყოფის - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. 

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება დაპირების შესაბამისად, დათქმულ ვადებში  განხორციელდება:

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ზუსტად ერთი თვის წინ მთავრობის დამტკიცების დროს, საქართველოს აპრლამენტში განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შსს-ს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები.ვასრულებთ ამ დაპირებას და ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.ზუსტად ასევე სხვა მიმართულებით  როგორც გვქონდა პირობა დადებული, დაიწყება რეფორმირება, სტრუქტურული რეფორმები და ასევე შეინაარსობრივი ნაწილის რეფორმირება.

სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე შეეხება სასაზღვრო პოლიციას და  გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირებით. ჩვენთვის რეფორმირების შინაარსობრივი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც ეხება  საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას“,-განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ამ მიმართულებებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics