|
2018-01-22 18:49:54, 2334 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის მომართვა პარლამენტის 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტი საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე ბიურომ დაამტკიცა ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კვოტების ახალი გადანაწილება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაზის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. „2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 11მლრდ 487 მლნ ლარის ფარგლებში. რეალურად მივიღეთ 11 მლრდ. 619 მლნ ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაჭარბებამ შეადგინა 131მლნ 500 ათასი ლარი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)