00:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 14:31:22, 1868 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ბრალდების მხარის ახალი მტკიცებულებები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენას ხელს შეუწყობს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მტკიცებულებები ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც მისივე თქმით, დაცვის მხარის მიზანია.

ამასთან, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები დაცვის მხარის პოზიციას არ აზიანებს.

"დღეს ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა. ეს არის ახალი ექსპერტიზის დასკვნები და საქმეზე დართვა ითხოვა. დავეთანხმეთ, რომ უნდა დართულიყო საქმეს ეს მტკიცებულებები, რადგან ის ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, რაც დაცვის მხარის მიზანია. ის არ აზიანებს დაცვის მხარის პოზიციას. შეიძლება ბრალდებისს მხარეს მიაჩნია, რომ მათ პოზიციას ადასტურებს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს პოზიციას ადასტურებს", - განაცხადა ადვოკატმა.

მან მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილზე არ ისაუბრა.

არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს 16:30 საათზე განახლდებ, რაა დროსაც მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics