|
2018-01-20 18:57:39, 2774 ნახვა
სამართალი
მოსამართლე „ბასიანის“ საქმეზე: ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია აცადებს, რომ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს არც პოლიტიკურ პირთან და არც ოჯახის წევრთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „მე შევაფასე, რომ არ იყო სავალდებულო პატიმრობის გამოყენება და მივიჩნიე, რომ გირაოც უზრუნველყოფდა, ვინაიდან ის აღიარებდა, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს არ დაეთანხმოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა შონიამ. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ, შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლო გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)