|
2018-01-20 13:28:16, 1931 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებაში ჭანტურიას მეზობლები და მეგობრები იკითხებიან. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)