|
2018-01-20 11:39:30, 1966 ნახვა
სამართალი
გამთენიისას, საზმაუს შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს - დაკავებულია 2 პირი
გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. საზმაუს ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)