2018-01-19 15:32:13, 2177 ნახვა
სამართალი
მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა
მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინაროებს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ,