2018-01-18 10:24:35, 2395 ნახვა
სამართალი
თბილისში წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს
გმირთა მოედანზე, გვიან ღამით, ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსლკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ,