22:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 20:53:10, 2326 ნახვა

სამართალი
პროკურატურა პრეზიდენტს მოუწოდებს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ  განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.

 „ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.

გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები და არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 ერთადერთი ორგანო, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია შეუძლია არის სასამართლო, რაც ასევე გარანტირებულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან.

პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე“,-ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics