13:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:18:10, 2024 ნახვა

საზოგადოება
ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაზისუბნის დასახლებაში ახალი სკვერი დაათვალიერა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

თბილსის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყო, დაიდგა 120 დეკორატიული სანათი, ხის პერგოლა და გაკეთდა დეკორატიული ღობეები.

გარდა ამისა, დაიგო ქვაფენილი და მოეწყო ბორდიურები.

კახა კალაძემ  ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სკვერის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას მოვლა-პატრონობაზე და მოწესრიგებაზე, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, რაც კონკრეტულ რაიონებში, სკვერებში არა ერთხელ იქნა დაფიქსირებული და ნაჩვენები მედიის საშუალებით. წინასაახალწლო დღეებშიც სხვადასხვა სახის დაზიანების და ქურდობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. თქვენ იცით,  ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელებით უნდა შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება. ამ კომპლექსურ პრობლემას, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარკები და სკვერები არ უშველის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც შეგვაძლებინებს პრობლემის გამოსწორებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, ასევე, უზრუნველყო  სკვერის გამწვანება.

ტერიტორიაზე ხეები და სხვა ტანდაბალი მცენარეები დაირგო, მათ შორის კვიპაროსი, მტირალა თუთა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ტუია, ფოტინია და ოლეანდრა.

სკვერის ფართობი ერთ ჰექტარია, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 740 000 ლარია.

თბილისის მერთან ერთად სკვერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მერის მოადგილე მაია ბითაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი  გიგა გიგაშვილი გაეცნენ.

(NS) 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics