|
2018-01-17 15:42:49, 2334 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე სხდომის გასაჯაროვებაზე უარი თქვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომ 31 იანვარს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე სასამართლო ღია ყოფილიყო. მისივე განმარტებით, იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ სასამართლოს სხდომის გასაჯაროვების შემთხვევაში, პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებდნენ. თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „არც ერთი პირის პირად ცხოვრებაზე არ ვაპირებდით საუბარს, არც არის საქმეში. სასამართლომ კვლავ ვერ გაბედა, საზოგადოებას სიმართლე მოესმინა“,-განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ პროცესს, გიორგი ფანცუალიას განცხადებით, პროკურატურა ცდილობდა დაედასტურება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა ანგარების მოტივით. „მაგრამ ვერც ანგარებით და ვერც ანგარების გარეშე დაადასტურეს. დასკვნით სიტყვას გასდევდა ერთი მოტივი, რომ მამალაძე მიდიოდა გერმანიაში, რათა იქ მოეკლა შორენა თეთრუაშვილი. ამისთვის მიჰქონდა ფული და როგორ გამოიტანა მან ეს ფული, რათა ამ ფულით შემდეგ ევროპაში წასულიყო. ამ ყველაფრის მოტივი თურმე ის ყოფილა, რომ თუ თეთრუაშვილს მოკლავდა და გერმანიაში მიიმალებოდა ძებნილი ადამიანი დაწინაურდებოდა და დაიბრუნებდა ქონების მართვის უფროსის თანამდებობას“,-განაცხადა ადვოკატმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)