22:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 14:36:31, 1641 ნახვა

სამართალი
გახარია: შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა შეწყალების მოტივი უნდა იყოს ახსნილი

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, მაგრამ არსებობს მორალური მხარე და პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები საზოგადოებას აუხსნას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის პრეროგატივას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

„შეწყალება რა თქმა უნდა არის პრეზიდენტის დისკრეცია. ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. თუმცა როდესაც ჩვენ, მაგალითისთვის მოვიყვან - ვსაუბრობთ დღევანდელ სიტუაციაში მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე ან გავრცელებაზე, ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ამავე დროს, როგორც მაგალითი შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა ყველა ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო მეტად იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტებთან ბრძოლა და იმ შეთხვევაში თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი ან მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოებისთვის უფრო დეტალურად იყოს ახსნილი თუ რა მოტივით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადიოების მოლოდინი. აქვე უნდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლოს ძალზედ მაღალი სტანდარტი აქვს, გვესმის რომ პენიტენციურ სისტემაში სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ, როდესაც მსგავს პირობებში მძიმე დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება ხდება, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ იყოს უფრო ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების მოტივების კონტექსტში, ამაში გასაკვირი არაფერია“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics