22:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 14:16:17, 1868 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრს ნარკოპოლიტიკის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის მოწვევა სთხოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაწელვა უკურეაქციას იძლევა და დამატებით რისკებს ქმნის.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული.

ამასთან, გახარიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისო კომისიის მოწვევა სთხოვა.

„უკვე წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები. ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას - უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რატომღაც ბოლო პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ, ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებაში ახალი მომხმარებლები არ გაჩდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს ახალი მომხმარებლების არ გაჩენა საზოგადოებაში და მომხმარებლების რეაბილიტაცია. მეორეს მხრივ ჩვენ როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიც არის სასჯელის ვადები ან შემოწმების ფორმები ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის კორიდორი გვაქვს და გვაქვს საშუალება ჩვენი კანონმდებლობა უფრო პროგრესული გავხადოთ. მერეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუს კვო. ჩვენ როგორც შსს ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ არის იმ გადაწყვეტილებებისთვის შემდგომი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება და საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანას მოხმარება არის დაშვებული, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, აუცილებლად ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და უნდა შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს წახალისება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics