|
2015-05-13 09:38:05, 422 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ფინეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ფინეთში, ჰელსინკიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ სტენლუნდთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან მიკო ჰაუტალასთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იააკო ლააიავასთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაესვა სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატური ასახვის აუცილებლობას. დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობა. შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე, ასევე, ქვეყნის შიგნით სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ფინეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა მომავალში, როგორც არაღიარების პოლიტიკის, ისე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თაობაზე. „ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობაზე. ჩვენ განვაგრძობთ ევროკავშირის დედაქალაქებში კონსულტაციებს რიგის სამიტის წინ, რათა მივიღოთ მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი -რიგის სამიტის დეკლარაციაში იმ პროგრესის ასახვა, რაც საქართველომ განიცადა“,-განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ალეკსანტერი ინსტიტუტ“(Aleksanteri Institute) გამართულ შეხვედრაში თემაზე „საქართველო რიგის სამიტის მოლოდინში“. დისკუსიაში ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)