2018-01-17 10:47:02, 2369 ნახვა
მსოფლიო
რაკჰაინის შტატში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 7 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა
რაკჰაინის შტატში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 7 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. ინფორმაციას arabnews–ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს პოლიციამ ცეცხლი ბუდისტებს გაუხსნა, რომლებიც სამთავრობო შენობის დაკავებას ცდილობდნენ.
„მომიტინგეებმა გამაფრთხილებელ გასროლებზე არანაირი რეაგირება არ მოახდინეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა 20-მდე პოლიციელი და 13 დემონსტრანტი“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ავტორი: ,