|
2015-05-13 09:29:03, 1566 ნახვა
ეკონომიკა
ვინ გასცემს მშენებლობის ნებართვას და ვინ აკონტროლებს ნაგებობის ხარისხს საქართველოში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მშენებლობის ნებართვასა და ნაგებობის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ახორციელებს მშენებლობის პროცესში სახელმწიფო ზედამხედველობას. მათივე ცნობით, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შენობა ნაგებობების მშენებლობისთვის ნებართვას გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისად ხედამხედველობას მშენებლობის პროცესში ასევე ანხორციელებს იგივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო ერთეული. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მშენებლობის ნებართვას გასცემს და შემდგომ ზედამხედველობას უწევს მხოლოდ მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობებზე. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა, ზედამხედველობისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს (მაგ. ბანკომატები, მცირე სარეკლამო დაფები, კონდენციონერის ბლოკები და ა.შ.); ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით (მაგ. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, კოდეჯები და ა.შ.) გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით (მაგ. 2-9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საოფისე შენობები და ა.შ.); დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით (სკოლები, საავადმყოფოები, სასტუმროები, საბავშვო ბაღები და ა.შ); ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები მაგ. ენერგო გენერაციის ობიექტები, კაშხლები, დიდ მალიანი ხიდები, გვირაბები, მაგისტრალური გაზსადენები, მილსადენები, ავტობანები და ა.შ.). პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შენობა ნაგებობების მშენებლობისთვის ნებართვას გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისად ხედამხედველობას მშენებლობის პროცესში ასევე ანხორციელებს იგივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო ერთეული.მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვას გასცემს და შემდგომ ზედამხედველობას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. დღესდღეობით პროექტის შემადგენლობის, ნებართვის აღების პროცედურას, ზედამხედველობის და ექსპლუატაციაში მიღების სრულ ციკლს არეგულირებს საქართველოს 2009 წლის 24 მარტის დადგენილება N 57 “შენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. ასევე ზედამხედველობის სახეები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ზედამხედველობის პროცესში რეგულირდება 2012 წლის 25 აპრილს მიღებული საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით. შენობა ნაგებობის უსაფრთხოების ნორმები (მდგრადობის, სეისმომედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების დ ა.შ.) დგინდება საქართველოში მოქმედი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით, რომლებიც მთავრობის დადგენილების სახით მიიღება. მაგ: ტექნიკური რეგლამენტი - ,,ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები”; ტექნიკური რეგლამენტი - ,,შენობების და ნაგებობების ფუძეები’’; ტექნიკური რეგლამენტი - ,,სეისმომედეგი მშენებლობა” და ა.შ. ასევე არსებობს ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა ტექნიკური რეგულირების დოკუმენტები დაიშვება საქართველოში სამოქმედოდ (მაგ. აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია და ა.შ.) შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას ყველა პროცესში მონაწილე პირისთვის (არქიტექტორი, ინჟინერი და ა.შ.)“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)