08:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 00:28:05, 1725 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: სამწუხაროდ, ჩვენ აგრესიული საზოგადოება ვართ და ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით ვერ შეცვლის

„ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ, ჩვენთან ძალადობა პრესტიჟულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდა თაობა ეწირება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აგრესიას, რომელიც კულტურის ნაწილადაც იქცა.

„ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ და ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა. ჩვენ მოგვწონს აგრესია, ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ. შეგიძლიათ დააკვირდეთ, რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები „ფეისბუქში“. მე არ ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკოსის მიმართ აგრესიულობა შემიძლია ათასნაირად ავხსნა, პრობლემა იქ არის ის, როდესაც ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან. ადამიანს საქართველოში სამწუხაროდ ჰგონია, რომ თუ აგრესიულია, არის უფრო ძლიერი. გაიგივებულია ძალა და აგრესია, რაც არი ტყუილი. ძალიან ბევრი ადამიანი არის ყველაზე უფრო მეტად მშვიდი. ვფიქრობ, როგორც ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი აგრესია და ღირსება დაეცვა ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ ვიყავით ოკუპირებულები, გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის დროს, ეს საკუთარი თავის, ღირსების დაცვა გადავიდა აგრესიულ დამოკიდებულებაში და ეს გახდა პოპულარული. ამ ფონზე მსხვერპლი არის ახალგაზრდა თაობა. სკოლაზე გადაბრალება არის პრობლემისგან გაქცევა. ყოველდღე თითოეული ჩვენთაგანი თავს იწონებს იმით, რომ დაჩაგრა მეორე ადამიანი. ჩვენს სტილს, ჩვენს ტრადიციას იმის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია, ამას სკოლა ერთ დღეში და ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics