2018-01-15 21:21:45, 2282 ნახვა
სამართალი
სუს-ში სამი პანკისელის დაკითხვა მიმდინარეობს
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფარულია და თემირლან მაჩალიკაშვილთან, ასლანბეგ სოლტახმედოვთან და შოაიფ ბორზიევთან ერთად გადაადგილდება, უხუცესთა საბჭოს წევრის ჯარიფ ხანგოშვილის შვილი იოსებ ხანგოშვილია. მედიის ინფორმაციით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხება. მასთან ერთად, სუსში მოწმის სტატუსით კიდევ ორ პანკისელ ახალგაზრდას კითხავენ. ე.წ. მოდულის შენობაში ისინი ტერორიზმის საქმეზე 9 საათზე მეტია იმყოფებიან.
ავტორი: ,