2018-01-15 19:55:10, 2367 ნახვა
სამართალი
რუსთავში მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია
რუსთავში მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილი გახდა. ის ყოფილი პარლამენტის წევრი, ბრიგადის გენერალი სამსონ ქუთათელაძეა. პარლამენტში არჩეული იყო, როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
პირის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტორი: ,