2018-01-15 17:01:41, 2869 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 2 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5423 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5616 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0193 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.1209 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0160 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,