|
2018-01-15 15:50:16, 1963 ნახვა
სამართალი
სასამართლო ოთარ აბესაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. „მიმდინარე წლის 15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ბრალდებულ ოთარ ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ ა.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა“,-ნათქვამია განცხადებაში. მოცემულ საქმეზე არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2018 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)