06:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 14:53:17, 1784 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: ვფიქრობთ, ნარკოპილიტიკაზე ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს

კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტში საშიში აქცენტებია გაკეთებული.

როგორც მან მეცნიერებათა აკადემიაში  განაცხადა, არის საშიშროება, რომ სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან, გარკვეული რისკების პრევენციისთვის. 

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები. იგი ფიქრობს, რომ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს:

"განვიხილეთ დაწვრილებით კანონპროექტი და აღმოვაჩინეთ ძალიან საშიში აქცენტები. ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელი განეკუთვნება ნარკორეალიზატორებს. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, არ არის საუბარი საზოგადოევრივი აზრის შექნაზე, რომ ნეგატიური მხარეები გამოჩნდეს ნარკოტიკების მოხმარებისა, არ არის საუბარი ცნობიერების ამაღლებაზე  ახალგაზრდებში. მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად  პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციაა, ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან იშვიათად რადიკალურ შემთხვევაში შეიძლება იყოს, ვწუხვართ ყველას გამო, ვინც სასჯელს იხდის, მაგრამ მიგვაჩნია, თუ გავათავისუფლებთ ციხიდან და ის აღმოჩნდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ბევრი ვერაფერი შეღავათია. საჭიროა მათი დახმარება. საჭირო სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომებია მისაღები.

შეიძლება ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე, ან ტრანზიტით გატანა  გავრცელება ისჯებოდეს 100 ლარით? ან შეიძლება არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200 ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი?

ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს. სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. როგორიც არ უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრებზე გათვლა, ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელის შემცირება საშიშია.

ეკლესია ცდილობს, მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი წაახალისებს და არის საშიშროება, რომ  შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან გარკვეული რისკების პრევენციისთვის",-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics