2018-01-12 13:27:35, 2830 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობა შეუფარდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალაშობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობა შეუფარდა.
"იმედის" ინფორმაციით, ბაკურაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბაკურაძე 22 წლის დეა გოშხეთელიანმა ძალადობაში დაადანაშაულა. გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი მეუღლე მას და მამამისს 3 იანვარს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შემდეგ, გრიგოლ ბაკურაძე დააკავეს, თუმცა მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ავტორი: ,