|
2018-01-12 12:57:04, 2484 ნახვა
საზოგადოება
მერია გენგეგმაზე მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს
დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვა და სხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება. მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოები აგასაწევი. „ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას - შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)