19:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 16:30:11, 2095 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველმა პოლიციელის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე, შს მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლგბტ თემის წარმომადგენელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის რწმუნებული იმყოფებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც შსს-ს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტს შეესწრო.

კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რწმუნების წარდგენის მიუხედავად, შენობაში ყოფნის ნებას არ რთავდა. ამასთან, ლომჯარიას თქმით, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ.

„სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა; თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით.

საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებას სწავლობს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ.

სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც, სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება“, - ნათქვამია რეკომენდაციაში.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა საქმის საფუძვლიანი შესწავლა და პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და პოლიციელებს განემარტოთ სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების შესახებ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics