06:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 15:30:05, 1720 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილზე: მკვლელობის ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის მკვიდრის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

როგორც ნათელაშვილმა სოფელ დუისში ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი საქართველოს ყველა მოქალაქის ტრაგედიაა.

"სამწუხაროდ მკვლელობის ორგანიზატორია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომლის სპეცსამსახურები გადაიქცნენ პოლიტიკური დევნის იარაღად და სიკვდილის ესკადრონებად, რომლებმაც შუა თბილისში ჩამოიყვანეს ტერორისტთა ჯგუფები და ლოგინში მძინარე ჩაგვიცხრილეს სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა. ამაზე პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს. მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარნაგელოზის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ის 2 კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics