18:14 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 11:00:46, 2419 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ქისტ თანამემამულეებს პატივისცემას უდასტურებს

„მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნების განმავლობაში თავისი დამოკიდებულებით აარერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება და ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი, გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველი  მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახმეტის რაიონში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და ერთ-ერთი სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხის ირგვლივ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყველაფერი კეთდება:

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსასმსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics