2018-01-10 19:37:00, 2032 ნახვა
სამართალი
ხობში შსს-ს ავტომანქანა ავარიაში მოჰყვა - დაიღუპა ერთი სამართალდამცველი
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.
ავტომობილში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს კიდევ 5 თანამშრომელი იმყოფებოდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ავტორი: ,