04:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 14:06:50, 1622 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია: მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი პანკისში სპეცოპერაციისას ძალის გადამეტებას

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი საქმის განვითარებას დააკვირდება.

ომბუდსმენმა, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის თხოვნით მიმართა.

„მე, როგორც სახალხო დამცველი ვიძლევი პირობას რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს. ასევე, აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics