17:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 12:44:52, 1687 ნახვა

სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობას ოჯახის მოთხოვნით ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკალეიშვილიც მიიღებს. მისივე თქმით, ექპერტიზა აუცილებელია იმისათვის, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

"ოჯახი თავიდან გაკვეთაზე წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდნენ. გაკვეთის გარეშე სიკვდილის მიზეზი არ დადგინდება", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა

საავადმყოფო მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა, დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics