17:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 15:11:30, 1779 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. აპირებს, არსებითი განხილვის სხდომაზე ყველა კითხვას უპასუხოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის, გ.ჯ-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების საქმეში გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მიაჩნიათ, რომ კანონდარღვევითაა მოპოვებული.

"თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის სხდომაზე გავამახვილოთ ყურადღება", - აღნიშნა კაკაბაძემ, თუმცა ადვოკატი არ ახმაურებს, კონკრეტულად კანონდარღვევით მოპოვებულ რა მტკიცებულებებზეა საუბარი.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარდა გამოძიება და უამრავი შეკითვა პასუხგაუცემელია. სწორედ ამიტომ, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, ითხოვდნენ სხდომა ერთი თვით გადადებულიყო.

"გვსურდა ამ პერიოდში ჩატარებულიყო სრულფასოვანი გამოძიება. როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, არ გამოვრიცხავთ, რომ დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამოღებულია 2 დანა. ვფიქრობთ, რომ 2-ზე მეტი პირი მონაწილეობდა ამ საქმეში და 2-ზე მეტი დანა ფიგურირებს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალს მოცემული ფორმულირებით არ აღიარებს.

"იმ ფონზე, როცა პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები, არაა დადგენილი ნათლად თუ რა მოხდა, შეუძლებელია დადასტურდეს ის, რაც ბრალდების ფორმულირებითაა მოცემული. შესაბამისად ბრალს ამ ფორმულირებით არ ვაღიარებთ. ვაპირებთ სასამართლოს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე აღნიშნა, რომ ბრალდებული გ.ჯ არსებითი განხილვის ეტაპზე  სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემას აპირებს.

"ბრალდებული აპირებს, რომ ჩვენება მისცეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ბრალდებულის დაკითხვის შედეგად ყველა დეტალს ნათელი მოეფინება", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად  ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics