|
2018-01-09 13:51:37, 1994 ნახვა
სამართალი
„ევროპაბეთის“ დაყაჩაღების ბრალდებით, 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის - „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა კ.კ. და დ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ე.წ. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)