17:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 18:03:45, 1831 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ინფორმაცია, რომ გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გერმანულმა კლინიკამ  ადგილის უქონლობის გამო მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ   რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. ოჯახი ასევე ითხოვს კლინიკებიდან მიღებულ პასუხებსაც:

„ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საავადმყოფოს შერჩევის პრეროგატივა ხელში ჩაიგდო სუს-ის და კონკრეტულად, გომელაურების კლანმა, რომლებიც იქ არა ერთი მუშაობენ“,-აღნიშნა ცირა ჯავახიშვილმა, რომლის კმენტარიც „რუსთავი2“-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს გამთენიისას ახმეტის რაიონში და თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 პირი დააკავეს, ხოლო მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სუს-ის ინფორმაციით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ასევე, სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები  დაკავშირებული არიან  ახმედ ჩატაევთან და მასთან ერთად მყოფი  დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics