2018-01-08 16:58:40, 2666 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში Trump Tower-ი იწვის (ვიდეო)
ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კუთვნილი Trump Tower-ი იწვის, - ამის შესახებ RT იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. 120 მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
ცეცხლი სავარაუდოდ 58-ე სართულზე გაჩნდა. ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
ავტორი: ,