2018-01-08 14:35:35, 2971 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი „ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას“ გამართავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ყალბი ახალი ამბების დაჯილდოების ცერემონიას“ გამართავს, - ამის შესახებ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ცერემონია 17 იანვარს გაიმართება.
"ყალბი ახალი ამბების ჯილდო ყველაზე კორუმპირებული და მიკერძოებული მედიის ხელმოცარულებს მიენიჭებათ. ცერემონია დღეს უნდა გამართულიყო თუმცა 17 იანვრისთვის გადავდე, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი", - წერს დონალდ ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპისა და მედიის შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2016 წელს დაიწყო.
ავტორი: ,