04:35 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 13:41:42, 1514 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა, გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, საბჭოს წევრი "ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა".

როგორც გვირტიშვილმა აღნიშნა, მჭედლიშვილის განცხადებები ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი იყო.

"ბატონი ვახტანგ მჭედლიშვილი, თქვენც ხედავდით საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, ხშირად ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო გარკვეულწილად დაუსაბუთებელი და ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა მოსამართლე წევრების მიმართ. მას ჰქონდა ხშირად ისეთი ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების განხილვის დროში გაჭიანურებას. ზოგადად ბატონი ვახტანგის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ. მაგალითად ფიზიკურად არდასწრება მოსამართლეების გასაუბრებაზე, კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება, როცა წყდება საკითხი და თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე. მისი მოტივაცია მე ვერ მოვისმინე როცა იგი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა. შესაძლებელია იგი სწორედ გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებში და ქმედებებში", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics