2018-01-08 10:30:18, 2111 ნახვა
მსოფლიო
სირიაში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, ქალაქ იდლიბში აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა. ინფორმაციას newsru– ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთი აფეთქება ოპოზიციის ერთ–ერთი დაჯგუფების შენობასთან მოხდა.
სირიისა და თურქეთის საზღვართან მდებარე პროვინცია იდლიბი უკვე რამდენიმე წელია მეამბოხეების თავშესაფრია. ყველაზე აქტიური დაჯგუფება "ტაჰრირ-აშ-შამის"–ია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია "ჯებატ ან-ნუსრას" საფუძველზე შეიქმნა.
ავტორი: ,