11:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 17:57:42, 2478 ნახვა

მსოფლიო
2017 წელს ევროპაში 171 000​-ზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა - 3 000 გზაში დაიღუპა

2017 წელს ევროპაში ჩასული მიგრანტებისა და ლტოლვილების რაოდენობამ 171 000 გადააჭარბა, - ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას Tass ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 3 ათასზე მეტი მიგრანტი გზაში დაიღუპა.

"2017 წელს ევროპაში ზღვით 171 635 მიგრანტი და ლტოლვილი შემოვიდა. საუბარია წინასწარ მონაცემებზე. აღნიშნულიდან 119 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი იტალიამ მიიღო, 29 ათასზე მეტი საბერძნეთმა, 21 ათასზე მეტი ესპანეთმა და 1 000-ზე მეტი კვიპროსმა. 2016 წელს მათი საერთო რაოდენობა 363 ათასს აჭარბებდა. ხმელთაშუა ზღვაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრამდე 3 116 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2016 წელს 5 143 ადამიანი გარდაიცვალა. 2017 წელს ყველაზე რთულად აფრიკიდან იტალიამდე მარშრუტი დარჩა", - განაცხადა მილმანმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩრდილოეთ აფრიკაში (467 ადამიანი) დაფიქსირდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics