|
2018-01-05 17:30:01, 2262 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი სააკაშვილზე: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა
„შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების შესახებ კონსტიტუციური მუხლი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს საქალაქო სასამართლოში გამოტანილ განაჩენს. მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაა. "სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია, თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები, სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი დაწინაურდნენ, რამაც საზოგადოებაში სამართალდამცავი სიტემის მიმართ ბუნებრივად კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა. დღეს როდესაც ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ, მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობა და ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური ბალანსისათვის პრობლემების შექმნის მცდელობა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების, რომელიც გააჩნია, ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით, პრეზიდენტის ინსტიტუტს... ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავთ, რომ ეს მუხლი პრეზიდენტის აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვებს - ხომ არ არის ეს ნაბიჯი გადადგმული ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელისუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების სისტემის წინააღმდეგ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ჟურნალისტის კითხვაზე თვლის თუ არა პრეზიდენტი, რომ დღეს სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)