2018-01-05 16:06:54, 2137 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ქარბუქმა 6 ადამიანი იმსხვერპლა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC ავრცელებს.
ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. შტატის გუბერნატორის, როი კუპერის განცხადებით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
ასევე, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა.
ავტორი: ,