16:01 - 22 Apr, 2026
|
2018-01-05 11:31:00, 2165 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი: დღეს საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა
„დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე. როგორც მან აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილებით სამართლებრივი ნორმები დაირღვა. „აშკარად იკითხება, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს სააკაშვილის მიმართ. შეუძლებელი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დამდგარიყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები. მოწმეთა ჩვენებები არ იყო, მე ვრცლად ვისაუბრე ჩემს დასკვნით სიტყვაში და მოვახსენე სასამართლოს და მასმედიასაც“,-განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა. ცნობისთვის, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)