11:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 11:12:17, 2117 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მ პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება შეუჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ პაკისტანისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერთმა განუცხადა.

მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება სიურპრიზი არავისთვის იქნება.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ პაკისტანს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა შევუჩეროთ. ვიდრე პაკისტანის ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, მათ შორის „თალიბანის“ წინააღმდეგ, აშშ პაკისტანისთვის დახმარების გაწევას უსაფრთხოების სფეროში შეაჩერებს“, - განაცხადა ნაუერთმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ვაშინგტონი უფლებას იტოვებს პაკისტანს დახმარება გაუწიოს, თუ ეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, ვაშინგტონისგან ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებენ ისრაელი (3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი), ეგვიპტე (1 მილიარდ 380 მილიონი დოლარი), იორდანია (1 მილიარდი დოლარი), ავღანეთი (780 მლნ დოლარი), კენია (640 მლნ დოლარი), ტანზანია (540 მლნ დოლარი), უგანდა (440 მლნ დოლარი), ზამბია (430 მლნ დოლარი), ნიგერია (420 მლნ დოლარი), ერაყი (350 მლნ დოლარი), პაკისტანი (340 მლნ დოლარი).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics