2018-01-04 14:50:29, 2620 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „ელეონორას“ ევროპაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ქარიშხალი „ელეონორა“ მძვინვარებს.
The National–ის ინფორმაციით, სტიქიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი იმსხვერპლა, სულ ცოტა 15 კი დაშავდა.
დიდ ბრიტანეთში "ელეანორას" გამო 20 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, საფრანგეთში კი ასეთი სახლების რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. შვეიცარიაში ძლიერი ქარის გამო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ამსტერდამის აეროპორტში 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა. გერმანიაში ქარმა ხეები მოგლიჯა, ხოლო ბელგიაში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.
ავტორი: ,