2018-01-04 12:36:01, 2088 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილის მამა: მოვითხოვ ყველანაირ ექსპერტიზას და სიმართლეს სტასბურგამდე მივიტან
„მოვითხოვ ყველანაირ ექსპერტიზას, რომ საბოლოოდ დაადგინონ სიმართლე“,-ამის შესახებ პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
„თვითონ სახელმწიფოს შერჩეული აქვს სამი კლინიკა, სადაც აწარმოებენ მოლაპარაკებას. ეს არის ავსტრია, ისრაელი, გერმანია და ჩემი სანათესაოც მუშაობს სხვა კლინიკებზე. ამის შემდეგ მოხდება კლინიკის შერჩევა. მე მოვითხოვ ყველანაირ ექსპერტიზას, რომ საბოლოოდ დაადგინონ სიმართლე. ამ სიმართლეს სტრასბურგამდე მივიტან და მაინც დავადგენ“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ,