2018-01-03 22:52:10, 2959 ნახვა
მსოფლიო
კიევის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი, დევნილის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა
კიევის საოლქო სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ Strana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილი საიმიგრაციო სამსახურისგან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.
ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება. მისივე თქმით, არანაირ ექსტრადირებააზე საუბარი არ არის, რადგან კანონის თანახმად გასაჩივრება 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს.
ავტორი: ,