00:20 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 15:52:17, 497 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: სამხედრო სწავლება ამერიკის მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება  ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის  ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადებას ნიშნავს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.
"დღეს პირველად საქართველოში იმართება ასეთი დონის წვრთნები სახელწოდებით-" ღირსეული პარტნიორი".  ეს არის ძალიან დიდი დაფასება ჩვენი სამხედროების, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეს არის ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადება ქართული სახელმწიფოსადმი.მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით აშშ-ს მთავრობას იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც ის იჩენდა და იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ.მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი სამხედროებისათვის, რომ გაეცნონ,  ერთობლივად გაიარონ ეს მოსამზადებელი ტრენინგები.პირველად საქართველოში შემოვიდა რამდენიმე ერთეული ამერიკული ტექნიკა,ბრედლი და სხვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართულ ამერიკულ ურთიერთობაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) დაიწყო.  ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ღირსეული პარტნიორი“ საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. “ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.
ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა. სპეციალურად სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა 2 მაისს ვარნადან (ბულგარეთის რესპუბლიკა) გამოიგზავნა საქართველოში, რომელიც ვაზიანში 6 მაისს დილით შევიდა. 
გახსნის ცერემონიალს მთავრობის.. სრული შემადგენლობა დაესწრო. სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართეს.
გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფმა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა გამართა.  ღონისძიების დასასრულს 1/91 CAV „ჩარლი“ ასეულის სადესანტო ქვედანაყოფმა დესანტირება მოახდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics