2017-12-29 15:57:52, 3203 ნახვა
კომენტარი
ზვიად რატიანი: ფიზიკური შეურაცხყოფების უმეტესი წილი მოდიოდა უკვე შემდეგ
პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შსს-მ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მცირე კომენტარი გააკეთა.
“ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ ნამდვილად...კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ვნახე მხოლოდ პროცესზე და არ მქონია იმის სურვილი და ხალისი, რომ გადამეხვია და ამ საშინელებისთვის მეყურებინა... ეს არ არის დასაწყისი რა თქმა უნდა და ფიზიკური შეურაცხყოფებების უმეტესი წილი მოდიოდა უკვე შემდეგ“, - აღნიშნა რატიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ რატიანს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ავტორი: ,