|
2017-12-29 14:28:40, 3121 ნახვა
სამართალი
მოსამართლე: რომ არა საახალწლო დღეები, ზვიად რატიანს პატიმრობას შევუფარდებდი
„რომ არა საახალწლო დღეები, ზვიად რატიანს პატიმრობას შევუფარდებდი“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან მინაშვილმა პროცესის დასრულებისას განაცხადა. ამასთან, მან ზურაბ რატიანი გააფრთხილე, რომ თუ კანონით დადგენილ ვადებში, დასკირებულ ჯარიმას (2 000 ლარი) არ გადაიხდის, მის მიმართე შესაბამისი სანქციები გატარდება. ზურაბ რატიანის პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში. ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. რატიანი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. შსს-ში კი ამბობენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდა. 24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)