|
2017-12-29 14:09:21, 3689 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, მოსამართლემ რატიანი გააფრთხილა, რომ თუ ჯარიმას კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის, მის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება. ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. რატიანმა სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეა. შსს-ში კი განაცხადეს, რომ ზვიად რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფას თავად აყენებდა. 24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)