2017-12-29 13:27:24, 3501 ნახვა
მსოფლიო
მუმბაიში, სავაჭრო ცენტრ Kamala Mills-ში ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 15 ადამიანი
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მდებარე სავაჭრო ცენტრ Kamala Mills-ში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა კონკრეტული რაოდენობა არ სახელდება.
მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძარი ერთ-ერთ პაბში "London Taxi" გაჩნდა, შემდეგ კი, კვამლი 12-ვე სართულზე გავრცელდა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ავტორი: ,